17 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის პარტიის ლიდერი - აკაკი მინაშვილი პარლამენტში ენმ-ს შესვლაზე

უნდა შევიდეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული და მისი თქმით, დიდი ალბათობით ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრაც გაიმართება. პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი, ამ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს და ამბობს, რომ პირადად მისი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კრიტიკულია. აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზეც საუბრობს. მისი თქმით, ლიდერებს თავისი პოზიციები აქვთ, თუმცა გადაწყვეტილებას მიღება მოხდება მხარდამჭერების სრული ჩართულობით.

"მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის პარტიის ლიდერი, და მისი იდეაც არის, რომ ვკითხოთ საზოგადოებას. ლიდერებს აქვთ პოზიციები, მაგრამ იქნება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და ისე იქნება მიღებული გადაწყვეტილება,"- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლისა და არშესვლის მომხრეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ, კონსულტაციების შედეგად კი ერთ პოზიციაზე შეჯერება მოხდება. უდუმაშვილი აცხადებს, რომ საპატიმროდან გამოსული ნიკა მელია სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს.

დღის ამბები