17 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ვეცდებით ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება - ნიკა მელია

ნიკა მელია პარტიის ოფისში მივიდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ პარტიის წევრებთან პირველ შეხვედრას მართავს.

მოაწერს თუ არა ხელს შეთანხმების დოკუმენტს და როგორი იქნება სამოქმედო გეგმა, ეს კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, რომელიც, ნიკა მელიას თქმით, შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს:

"დღეიდან იწყება აქტიური კონსულტაციები მეგობრებთან, არავის გაუკვირდეს და გთხოვთ მოთმინებით მოვეკიდოთ ენმ-ში მიმდინარე პროცესებს, საჭიროებს მრავალდღიან კონსულტაციებს.

უფრო მეტი ხალხიც ვართ და მეტი განსხვავებული პოზიციაც არის. მე ვფიქრობ, ვეცდებით, რომ ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება საზოგადოება," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

დღის ამბები