17 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა არის გარანტირებული - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომელმაც საპატიმრო გუშინ დატოვა, პარტიის ოფისს დღეს ესტუმრა. ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციები, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-მ მთავარი კოალიცია ქართველ ხალხთან უნდა შექმნას:

"პირველ რიგში, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის, ანუ საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს პარალელურად სხვა საქმიანობისა თუ არ იწყებს. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია, როგორც ყველა ადამიანის, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა არის გარანტირებული, თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა. ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე და მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარდგეს თბილისში. კანდიდატებს შორის არასოდეს არ ყოფილა თანხმობა. 2020 წელს გვქონდა შანსი ერთობის და ესეც ვერ განხორციელდა, ამას ხაზს ვუსვამ, სიმართლე ეს არის," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

დღის ამბები