ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის ასაკმა 45 წლამდე დაიწია.
მისი თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ, დღის ბოლოდან შეძლებენ.
"საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.