თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ ”არტ ჰოლს” ეწვია, სადაც ის ინკლუზიური სახელოვნებო სწავლების პროექტს გაეცნო.
”არტ ჰოლში” ბავშვები სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნების კურსს გადიან.
მინისტრი ადგილზე პრობლემებს გაეცნო - ძველ შენობას განახლება სჭირდება, მოსწავლეების მიერ გადახდილი თანხა კი იჯარას ხმარდება.
"ყველა ბავშვი, როგორი საჭიროების მქონეც არ უნდა იყოს ის, არის სამსახიობო სწავლების პროცესში ჩართული და ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სპექტაკლისთვის დეკორაციები შექმნას ადგილზე. რა თქმა უნდა, ასეთ პროექტებს სამინისტრო ყოველთვის აღმოუჩენს ქმედით მხარდაჭერას და ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "არტ ჰოლის" პროექტი გახდეს სამაგალითო სხვა სტუდიებისთვის,"- განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.