ევროკომისია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის დაშლას და მის ევროკომისიის სტრუქტურაში ინტეგრირებას გეგმავს, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლოკის მაღალჩინოსნები უკვე სწავლობენ, კაია კალასის უწყების რომელი მიმართულებები გადანაწილდება კომისიის არსებულ დეპარტამენტებში.
სტრუქტურული ცვლილებების მთავარ მიზეზად წევრი ქვეყნების უკმაყოფილება სახელდება. ბლოკში მიიჩნევენ, რომ საგარეო ქმედებათა სამსახური გლობალური კრიზისების ფონზე არაეფექტიანია, მათ შორის უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებისა თუ შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობის პროცესში.