17 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
შესაძლებელია, თუ არა კენჭისყრაზე ამნისტიის შეჯერებული ერთი ვარიანტი გავიდეს - მორიგი პოლიტიკური უთანხმოება ოპოზიციაში

კიდევ ერთი ქართული პოლიტიკური უთანხმოება, ამჯერად ოპოზიციაში - შესაძლებელია, თუ არა, რომ კენჭისყრაზე ამნისტიის ორი პროექტის ნაცვლად, ერთი შეჯერებული ვარიანტი გავიდეს.

ოპოზიციის ნაწილი, ამნისტიის კანონის შესახებ პოზიციების დაახლოებას სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მხარეები საერთო კომპრომისულ ტექსტზე შეთანხმდნენ.

ოპონენტებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "ქართულ ოცნებაში", სადაც, მიშელის შეთანხმების შესასრულებლად ერთიანი დოკუმენტის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, მოხერხდება, თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის ამნისტიის საერთო პროექტზე შეჯერება, პატიების მასშტაბური აქტის განხორციელებას გეგმავს "ქართული ოცნება".

ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ამნისტიის ორი განსხვავებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხვალ დაინიცირდება.

დღის ამბები