თუკი "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შემოვა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია.
"თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა, მაგრამ რასაკვირველია ოპოზიციაზე მას არ აქვს მონოპოლია. ეს იყო პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც დასრულდა, ეს იყო ხელოვნური კრიზისი, რომელიც დასრულდა მიშელის შეთანხმებით და მე ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის ადგილი დღეს გახლავთ პარლამენტში," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.