20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
17 მაისს, პატრიარქის ინიციატივით, ქვეყანაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება - მღვდელმსახურები დღეს ქუჩებს აკურთხებენ

17 მაისს, ბოლო 7 წელია, პატრიარქის ინიციატივით ქვეყანაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

წელს პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებები არ გაიმართება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეკლესია ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თავს იკავებს საყოველთაო მსვლელობისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან.

მოძღვრები 11:00 საათზე სამების ტაძარში შეიკრიბებიან და წყალს აკურთხებენ. მოგვიანებით კი, მოსახლეობისა და ქუჩების კურთხევისთვის ხუთი მიმართულებით გაემართებიან.



დღის ამბები