17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
თუ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია უკეთესია, გიჟი უნდა ვიყო ამაზე უარი ვთქვა - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. 

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია მისი, როგორც ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდება, ამაზე უარს არ იტყვის. 

"ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მქონია. ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი, ეს არის მოცემულობა.

ჯერ პარტიის შიგნით ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება და თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია და გიჟი უნდა ვიყო, ამაზე უარი ვთქვა,"- აცხადებს ჯაფარიძე. 

დღის ამბები