17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანტიოქიის პატრიარქმა მიიღო - რა წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც სირიაში შეხვედრებს მართავს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს, სადაც აფხაზეთს სახელმწიფოდ, ასლან ბჟანიას კი პრეზიდენტად მოიხსენიებენ. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სირიისა და აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციები.

ანტიოქიის საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე ინფორმაციასთან ერთად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა.

 

დღის ამბები