"ევროპული საქართველოს" სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.
"ბოიკოტმა თავისი საქმე გააკეთა. მე მსურდა "ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტში ყოფილიყვნენ, თუმცა სამწუხაროა, რომ მოვლენები ასე განვითარდა," - განაცხადა ნაკაიძემ.
ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ევროპულმა საქართველომ" საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. მან "ევროპული საქართველო" გუშინ დატოვა.
ნაკაიძე პარლამენტში შესული 117-ე დეპუტატია.