19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"პოზიციები დაახლოებულია" - რა შედეგით დასრულდა რეგიონის მაჟორიტარსა და ბორჯომის ქარხნის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა

ბორჯომის ქარხანა გაჩერდა. ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება გაფიცვის ფონზე მიიღო. მიზეზად უსაფრთხოება დასახელდა. 350 თანამშრომელი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. 

საკითხის განსახილველად, პარლამენტის ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ქარხნის ხელმძღვანელობას შეხვდა.

როგორც ანტონ ობოლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანიის წარმომადგენლობა მზად არის შეხვდეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ინდივიდუალურ რეჟიმში იქნას განხილული მათი თითოეული მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება ხელფასების ზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.

"საწარმო მზად არის თითოეული საკითხის განხილვისთვის. ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტობრივად, მათ განხილული აქვთ და პოზიციები დაახლოებულია. თითოეული თანამშრომელი არის ამ საწარმოს კაპიტალი და თითოეულ თანამშრომელს საწარმო უფრთხილდება. ამიტომ მათი დიდი სურვილია ეს ყველაფერი გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში," - განაცხადა მაჟორიტარმა.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

 

დღის ამბები