17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
მორიგი ოპოზიციონერი, რომელმაც პარტიაში დარჩენას პარლამენტი არჩია - პოლიტიკური გაყრა "ევროპულ საქართველოში"

პარლამენტს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შეუერთდა. "ევროპული საქართველოს" სიით გასული ტარიელ ნაკაიძე დღეს სადეპუტატო ცხოვრების დეტალებს ადგილზე გაეცნო და საქმიანობასაც ოფიციალურად შეუდგა. ნაკაიძე შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანისა და დავით ბაქრაძის შემდეგ მეოთხეა, ვინც მიშელის დოკუმენტს პარტიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ხელს მოაწერს. კანონმდებელი ამბობს, რომ მისი და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური გაყრის მიზეზი ბოიკოტის ალოგიკურობა გახდა.

ტარიელ ნაკაიძის გადაწყვეტილებას მიესალმება, მის ყოფილ პარტიას კი გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ევროპულ საქართველოში" დასავლური მხოლოდ სახელი დარჩა.

"ევროპული საქართველოს" სიით 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 5 დეპუტატი მოხვდა. ამ დროისთვის არც ერთი მათგანი პარტიასთან აღარ თანამშრომლობს. 

დღის ამბები