რამდენიმე თვის წინ დაწყებული საქმის ახალი დეტალები - შვილის გამო დაწყებული დავა ყოფილ მეუღლეებს შორის სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს. მეორე ინსტანციის სასამართლოში პროცესი, სადაც მხარეებმა საკუთარი სიმართლე უნდა დაამტკიცონ დღეს შედგება.
სარჩელი სასამართლოში ბავშვის მამამ, შვედეთში მცხოვრებმა გიგი დავითაშვილმა შეიტანა.
მცირეწლოვნის მამის თქმით, მტკიცებულებების დადასტურების მიუხედავად, რომ ბავშვი დედის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის საცხოვრებლად მაინც მასთან დატოვა. მოსარჩელე მხარე ყოფილ მეუღლეს ბავშვით სპეკულაციაში ადანაშაულებს და ბავშვზე მეურვეობის მისთვის გადაცემას ითხოვს.
"დღემდე რადგან დედა არ გამოვიდა არანაირ კონტაქტზე, რომ ფსიქოლოგი ჩართულიყო, სასამართლომ ყველანაირად რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაერთოს ფსიქოლოგი. ოქტომბრის თვის შემდეგ მე ბავშვი არ მინახავს.
ფიზიკურ ძალადობაზე მაქვს ეჭვი. ჩაფსმულ ბავშვს, რომელიც ტირის და გამოცვლას ითხოვს, დედა იმის ნაცვლად რომ გამოუცვალოს და დაეხმაროს, ვიდეოებს უღებს და ხალხს აჩვენებს.
50 ლარის სანაცვლოდ სამჯერ დალაპარაკებაზე მოდიოდა. თუ მეტს გადავიხდიდი თანხას, მეტად დამალაპარაკებდა.
ყველანაირად დამტკიცდება მისი ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე. მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საქართველოში ვერ დავინახე ის, რომ ჩემი შვილის ინტერესები დაიცვეს," - აცხადებს არასრულწლოვნის მამა გიგი დავითაშვილი "კურიერთან" საუბრისას.
ბრალდებებს უარყოფენ მეორე მხარის წარმომადგენლები.
ავტორი: ნათია გოგიშვილი