ყაზახ გამომძიებლებს ამ წუთებში გლდანის ციხეში ელოდებიან. პროკურორები აისელ აიპტაევას გარდაცვალებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას უნდა შეხვდნენ.
მეორე დღეა გამომძიებლები საქართველოში იმყოფებიან, ისინი საქმის მასალებს გაეცნენ და რამდენიმე პირი გამოკითხეს.
ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე კი აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია რატომ მიმდინარეობს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით ყაზახეთში გამოძიება. მისივე თქმით, გარდაცვლილი ქალი, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო, მას ყველა შემთხვევაში შეეძლო საქართველოს დატოვება, ვინაიდან მას თან ყველა დოკუმენტი ჰქონდა ამისთვის.
საქმეზე მეორე ბრალდებული ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეკოვი, რომელსაც ქართული გამოძიება გაუპატიურებას ედავება 26 წლის ქალის ნათესავია, ის ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ყაზახი პროკურორები თბილისში სწორედ მის წინააღმდეგ მტკიცებულებებისა და მასალების მოსაგროვებლად იმყოფებიან.
საქართველოში მეირბეკოვის ადვოკატი აცხადებს, რომ ყაზახ გამომძიებლებს სწორედ ტრეფიკინგის მიმართულება აინტერესებთ და ისინი საქართველოში სწორედ ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ.