10 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
პრინცი ვილიამი აიცრა - სახელდება 2 ვაქცინია, რომლითაც შესაძლოა ჰერცოგი აცრილიყო

პრინცმა ვილიამმა კოვიდასაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. მან აცრა ლონდონში, სამეცნიერო მუზეუმში გაიკეთა, რომელიც ამჟამად ვაქცინაციის ცენტრია.

"სამშაბათს COVID-19-ის პირველი დოზა მივიღე, მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ვაქცინაზე და ზოგადად სამედიცინო სფეროში მუშაობს," - წერს კემბრიჯის ჰერცოგი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ვილიამმა პოსტთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 38 წლის პრინცი, ლონდონის სამეცნიერო მუზეუმში პირაბდით ზის, მარცხენა მკლავი კი ასაცრელად აქვს გამზადებული.


ცნობილი არაა, თუ რომელიც ვაქცინით აიცრა პრინცი, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, მედიკოსები მას სავარაუდოდ Oxford-AstraZeneca-ს, ან Pfizer/BioNTech ვაქცინით აცრიდნენ.

დღის ამბები