17 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

თბილისი მერიოტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.

შეხვედრა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიასადმი ნულოვანი ნდობაა საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ცვლილებები. 

"თამარ ჟვანია იმდენად დაზიანებული ფიგურაა, რომ არცერთი აქტორის ინტერესში არ შედის მისი თანამდებობაზე დატოვება,"-აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მთავარია მხარეებს შორის შეთანხმება აისახოს ადეკვატურად კანონპროექტში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი
ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა.

"შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო სიის დაკომპლექტდება არის იმ პრინციპებზე დაყრდნობილი, რაც ჩვენთვის გამოსადეგია. შეთანხმება რაც არის მხარეებში ადეკვატურად უნდა აისახოს კანონპროექტში,"- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

დღის ამბები