სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "დღის კურიერში" საუბრობს.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუასთან ოჯახთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია. ისინი ინფორმირებული არიან დეტალების შესახებ ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, არის საკითხები რომელთა დაკავშირებითაც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ. ოჯახს მიეწოდება ინფორმაცია სრულად შესაძლებლობების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარება დამაკმაყოფილებელია. არანაირი გართულებები არ ფიქსირდება," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.