17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
მნიშვნელოვანი იყო, მე და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება - ნიკა მელიას თქმით, გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრში, პარტიის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ისევ გრძელდება და თვის ბოლოსთვის პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, შედის თუ არა პარლამენტში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთგაგების მნიშვნელობას:

"მნიშვნელოვანი იყო, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს. მაქვს უკვე შეხვედრა კოლეგებთან, ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები