17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" - გადაწყვეტილებას სავარაუდოდ თვის ბოლომდე მიიღებენ

"ნაციონალური მოძრაობა" დაახლოებით 1 კვირაში იტყვის პასუხს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მანამდე რეგიონებში შეხვედრები გაიმართება.

"სავარაუდოდ ამ თვის ბოლომდე საზოგადოებას უკვე ექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა." ამ ერთი კვირის განმავლობაში პარტია აპირებს მომხრეებთან დისკუსიის გაგრძელებას.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი ქვეყანაში, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის შესვლა არ შესვლის საკითხია," - განაცხადა პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიის გადაწყვეტილებას ისევ ელოდებიან მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალები, მათთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება პროცესი.

დღის ამბები