17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ენმ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაასაჯაროებს - რას გადაწყვეტს 33 არჩეული დეპუტატი

რატომ ვერ მიიღო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, სავარაუდოდ, კონსესუსი ვერ შედგა.

პარტიაში პოზიციები ისევ ორად არის გაყოფილი და ისევ არ არსებობს კონკრეტული პასუხი, შევა თუ არ შევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში. პარტია ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

შეთანხმების პუნქტების შესასრულებლად "ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას აუცილებლად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. "ოცნებაში" პოლიტიკურ კრიზისს დასრულებულად, პარლამენტს კი, პლურალისტულად მიიჩნევენ. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარი ოპონენტის სტრატეგია, მათი თქმით, უმნიშვნელოა. ხელისუფლების წევრების აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ პოლიტიკურ ხაფანგში გაება.

რას გადაწყვეტს კიდევ 33 არჩეული დეპუტატი, ცნობილი, სავარაუდოდ, რეგიონებში ნიკა მელიას შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში სულ 36 პოლიტიკოსი მოხვდა. ამ დროისთვის 3 მათგანი კუთვნილ სადეპუტატო ადგილს უკვე იკავებს. 

 

 

 

დღის ამბები