თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ნიკა მელიას პროცესი ბრალდების მხარის ვიდეო-მტკიცებულების გამოკვლევით განახლდება.
პროცესს არ დაესწრება ბრალდებული. თანაპარტიელების განცხადებით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ბრალი, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.