10 მაისი 2024,   19:25
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა - ენტონი ბლინკენი იერუსალიმში მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ისრაელში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

იერუსალიმში ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. სახელმწიფო მდივანი ასევე დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ამალაში პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფონზე, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორში საწვავის, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების შეტანაზე თანხმობა განაცხადა.

დღის ამბები