17 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
22 კრიტიკული შენიშვნა ნამახვანჰესის შესახებ - ცნობილი ხდება იუსტიციის სამინსიტროს აქამდე გასაიდუმლოებული დასკვნა - რა წერია დოკუმენტში

22 კრიტიკული შენიშვნა ნამახვანჰესის შესახებ - ცნობილი ხდება იუსტიციის სამინსიტროს დასკვნა, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა. დასკვნას სააგენტო "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა.

დოკუმენტში წერია, რომ ხელშეკრულებით ვალდებულებათა უმრავლესობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, როცა კომპანია "ენკას" ვალდებულებები და პასუხისმგებლობა შეზღუდულია.

დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება, ამ დროს მინისტრი თეა წულუკიანი იყო.

"ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას", მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები...

ფორს-მაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფორს-მაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი წინასწარ განუსაზღვრელი ბუნებისა და მხარის ბრალის არარსებობის აღიარების მიუხედავად, მაინც მიემართება ხელშეკრულების ერთ მხარეს - საქართველოს მთავრობას," - ნათქვამია "მთის ამბების" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები