17 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
"გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი" - ვარლამ გოლეთიანი

ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აფასებს ნამოხვანჰესის ხელშეკრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა.

გოლეთიანის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი აქამდე კონფიდენციალური იყო. მისი შეფასებით, ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივად არის გაფორმებული.

"გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, სადაც დაწუნებულია "ნამახვანჰესების" კასკადი. დღემდე ეს დოკუმენტი იყო კონფიდენციალური სწორედ იმის გამო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება და არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები.

გადაწყვეტილება მიღებულია და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება. ჩვემ ვხედავთ, რომ უგულელყოფილია მთელი ეს პროცესი და არის დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დასკვნა სააგენტო "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში ნამოხვანჰესის შესახებ 22 კრიტიკული შენიშვნაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები