თავისუფლების მოედანზე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება და სამხედრო ფიცის დადების ცერემონია მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 247 რეკრუტი ფიცს დადებს.
დღეს პირველად, რეკრუტები ფიცს დადებენ სვანეთში, ასევე აჭარაში, ფიცი დაიდება ფარავნის ტბასთან, დღეს რეკრუტები წმინდა ნინოს სახელობის მე-11 საუკუნის მონასტერთან სოფელ ფოკაში ფიცს დადებენ და ერს და ბერს ქვეყნის ერთგულებას შეფიცებენ. რეკრუტები ფიცს დადებენ ნეკრესის მონასტერთან. წელს პირველად საზეიმო ფიცი დაიდება ჯვრის მონასტერთან.
ფიცის დადების ცერემონიალის ნახვა თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე იქნება შესაძლებელი.
დღესასწაული, პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება.