18 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
900 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს მექსიკაში გაშენებული პლანტაციებიდან, იქ დასაქმებული ჩინელი მიგრანტები კი ტრეფიკინგის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ

მექსიკაში გასულ ზაფხულს ჩინეთიდან ემიგრანტთა დიდი ნაწილი ჩავიდა სამუშაოდ. გარიგება მარტივი იყო, მათ ფერმაში სამკურნალო მცენარეების მომვლელად, სრულიად ლეგალურად უნდა ემუშავათ. ასევე კარგი იყო ანაზღაურებაც, მაგრამ ადგილზე სრულიად სხვა სურათი დახვდათ.

"როდესაც COVID-19-ის პანდემია დაიწყო, ჩინეთში ყველაფერი გაჩერეული იყო. არანაირი ტურიზმი, რესტორნები, ყველანაირი ბიზნესი მოკვდა, ერთადერთი რამ, რითიც ფულის შოვნა შეგვეძლო ეს მარიხუანა გახლდათ" - ამბობს ირვინგ ლინი, ერთ-ერთი მუშახელი, რომელიც პლანტაციებს უვლიდა.

პოლიციამ სადგურების დარბევა ზაფხულიდან არა უმეტეს ექვს თვეში დაიწყო. ამოღებული იქნა 900 კილო მაღალი ხარისხის მარიხუანა. რეიდის დროს მომუშავე პერსონალს ადგილის დატოვება სწაფი ტემპით მოუწია.

BBC-ს გადამღები ჯგუფი ესტუმრა ადგილს, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობდა.

"დარჩენილი ტანსაცმელი, საჭმელი სამზარეულოში, ფოტოები, ქაღალდები მაგიდებზე და სხვა დანარჩენი იმის თქმის საბაბს გვაძლევს, რომ პერსონალმა ელვის სისწრაფით დატოვა დანაშაულის ადგილი. დარჩენილ ქაღალდებში ვკითხულობთ იმ აღჭურვილობის შესახებ, რომელიც კანაფის მოსავლელად გამოიყენებოდა".

დაინი ბინალი ამ სისტემის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელსაც ჰქონდა ლიცენზია, რომ ლეგალურად ეწარმოებინა შეზღუდული დოზით სამკურნალო მარიხუანა.

"ადგილი, რომელიც მას ჰქონდა შესყიდულო საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, გარედან ყველაფერი დიდი ღობით იყო შემორტყმული. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია იდუმალებით იყო მოცული, სწორედ ეს გახდა პოლიციის მხრიდან რეიდის საბაბი" - აცხადებს მექსიკის პოლიციის წარმომადგენელი.

როგორც 24 წლის ბრენდონ ბილი, აღნიშნული ტერიტორიის დარაჯი იხსნებს, მას ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე შესვლა მკაცრად ეკრძალებოდა და ეუბნებოდნენ, რომ კანაფს თავის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებდნენ.

"თავიდან საეჭვოდ არაფერი მეჩვენებოდა, მაგრამ მალე დავიწყე რაღაცების შემჩნევა. უფლება არ მქონდა პოსტი დამეტოვებინა და უბრალოდ შემეხედა სადგურთა შიდა სამზარეულოში. ვხედავდი, თუ როგორ ეწეოდა პერსონალი კანაფს, მე კი უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ თავი სტკიოდათ და ეს ტკივილგამაყუჩებელი იყო" - ბრენდონ ბილთან დაკავშირებით გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

რეიდის შედეგად, ჩინეთის 17  მოქალაქე დააკავეს, თუმცა მათი გათავისუფლება მალევე მოხერხდა, რადგან ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები