20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1 ივნისიდან შევა ძალაში და 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს - დავით ნარმანია

დედაქალაქში გაზი გაძვირდა - ტარიფმა 8 თეთრით მოიმატა. გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც კომპანიამ "თბილისი ენერჯი" ბუნებრივი აირის გაძვირების არგუმენტები წარადგინა. მოთხოვნის მთავარი მოტივი ლარის კურსის არასტაბილურობა და გაუფასურება იყო.

ახალი ტარიფი ძალაში 5 დღეში შევა. ტარიფის გაძვირებას კიდევ ორი მომმარაგებელი კომპანია ითხოვს.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1 ივნისიდან 2022 ბოლომდე იმოქმედებს.

"მათ მიერ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისად "თბილისი ენერჯის" არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც.

ახალი დადგენილი ტარიფი 1 ივნისიდან შევა ძალაში და 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. თუ კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში ეს ტარიფი იქნება ამ პერიოდის ბოლომდე შენარჩუნებული," - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

"თბილისი ენერჯის" კომერციული დირექტორის თქმით, კომპანიას 1 კბ.მ ბუნებრივი აირის შესყიდვა 34 თეთრად უწევს, ხოლო წინა ტარიფით გაყიდვას 26 თეთრად ახორციელებდა, რაც კომპანიისთვის უზარმაზარ ფინანსურ პრობლემებს ქმნიდა.

"დღეის მდგომარეობით კომპანიას ბუნებრივი გაზის შესყიდვა 1 კბ.მ-ს უწევს 34 თეთრად დაახლოებით, ხოლო გაყიდვას ახორციელებდა 26 თეთრად, ვინაიდან 26 თეთრი იყო ჩადებული წინა ტარიფში. ცხადია ეს სხვაობა უზარმაზარ ფინანსურ წნეხს ქმნიდა კომპანიისთვის. ჩვენ რამდენიმე თვეა და დღესაც, ვითხოვთ იმას, რომ შესასყიდი ბუნებრივი გაზი კომპანიისთვის დაფიქსირდეს ლარში, ვინაიდან სწორედ ეს სავალუტო რყევები იწვევს მსგავს პრობლემებს და ლარში დაფიქსირება ფასის მოგვცემს იმას, რომ შემდეგში თავიდან ავირიდებთ მსგავს კორექტირებებს," - განაცხადა ედიშერ ხორავამ.

დღის ამბები