პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ამნისტიის შესახებ კანონზე კონსულტაცია მიმდინარეობს. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გარკვეული ალტერნატიული წინადადება შესთავაზა მხარეებს, თუმცა ეს გაზიარებული არ იქნა.
დღესვე იგეგმება, რომ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილონ.
"დღეს გვაქვს ის ვითარება, რომ გამოიტანს "ქართული ოცნება" მის ვერსიას პირველი მოსმენით, რომელიც დიდი ალბათობით ოპოზიციურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, რომელიც იქნა გამოთქმული,“ – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსია კომპრომისულია და ორივე მხარის ინტერესებს გარკვეულწილად აბალანსებს.
"პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ჩემი აზრით, არის კომპრომისული, რომელიც ორივე მხარის ინტერესს რაღაც თვალსაზრისით აბალანსებს. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად დრო არ გვეყო ამ ვერსიის განსახილველად. ამ ვერსიაზე მოგვიწევს მსჯელობა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ვერსიაზე საბოლოოდ შევთანხმდებით,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსია ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას.
"რაც შემოგვთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგადად, რაც მეორე მოსმენისთვის შეიძლება მივიღოთ, ის შეესაბამება შერიგებისკენ მიმავალ გზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ მოსმენაზე მას მხარს დავუჭერთ და დაველოდებით მეორე მოსმენაზე იმის ასახვას, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ოპოზიციის ვერსია ჩემი აზრით ეწინააღმდეგება შარლ მიშელის სულისკვეთებას, მას არ დავუჭერთ მხარს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.