17 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან

კვლავ უცნობი რჩება, მოხდება თუ არა ამნისტიის ორი დოკუმენტის ერთ კანონპროექტად გაერთიანება. პარლამენტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. დღეს კი კანონმდებლები ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ დოკუმენტს უყრიან კენჭს.

ამ დრომდე მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. უმრავლესობის განმარტებით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტთან, რისი დარღვევაც მათი გუნდისთვის წითელი ხაზია.

დღის ამბები