"ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრებს იბარებს.
"ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა "ნამახვანჰესი". ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" და პარტია "ლელოს" პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით
საქართველოში ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი სხვა პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკანაც დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგო პოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ ნამახვანჰესი იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ეს პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ადგას, გაგრძელდება.
ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტში, ჩვენი ფრაქცია მათ იწვევს, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიულ დონეზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი,"- აცხადებსფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე.