22 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
უნდა დაიწყოს თუ არა საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ - ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია

უწევენ თუ არა ექიმები საქართველოში ბავშვების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის რეკომენდაციას - "დღის კურიერის" ეთერში ამ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, pfizer-ი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანე ჩხეიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის ჩატარების დღის წესრიგი ამ ეტაპზე უფრო მოზრდილებზე უნდა იყოს გადატანილი, ვიდრე ბავშვებზე. 

"pfizer-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მრავალრიცხოვანი კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღო. კვლევა 1300 ბავშვში ჩატარდა. საბოლოოდ კი, შეფასდა, რომ pfizer-ის ვაქცინას 100%-იანი შედეგი ჰქონდა. არც ერთი ბავშვი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, შემდეგ პერიოდში არ დაინფიცირებულა.

მივცემდით თუ არა რეკომენდაციას pfizer-ის ვაქცინას? - დღეს იმის საფუძველი უკვე გვაქვს, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, მაგრამ ეს პროცესი ჯერჯერობით უფრო მნიშვნელოვანია გადატანილი იყოს მოზრდილებზე. ბავშვების ვაქცინაცია კი დღის წესრიგში შეიძლება მას შემდეგ დადგეს, რაც ჩვენ მივაღწევთ მოზრდილი ადამიანების მასიურ ვაქცინაციას," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

 

 

დღის ამბები