19 მაისი 2024,   04:55
ვრცლად
1 დაღუპული და 1 დაშავებული ჯარისკაცი - უკრაინა რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინა რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. დაიღუპა 1 და დაშავდა 1 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასში ბოლო 2 დღეში 14-ჯერ დაირღვა.

როგორც უკრაინის სამხედრო ძალები იუწყებიან, სროლები ტყვიამფრქვევიდან 120 და 82 კალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან განხორციელდა, რასაც უკრაინული მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

უკრაინული თავდაცვის ძალების განცხადებით კონფლიქტის რეგიონში სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ.

დღის ამბები