ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს. "საქართელოსთვის" - ასე ეწოდება გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ოფიციალურად დღეს დაფუძნდება.
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ "ფეისბუკზე" "სთორი" გამოქვეყნა, სადაც წერია, თუ რა ერქმევა მის პარტიას, რომლის წევრებსაც დღეს წარადგენს
კიდევ ვინ შეუერთდება, მმართველი პარტიიდან ოპოზიციაში გადასულ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერის პარტიაში, ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში, ლევან დოლიძე იქნებიან.
ღონისძიება "ექსპო ჯორჯიაში" 17:00 საათზეა დაგეგმილი.
გუნდის წევრები კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ რომ ახალი კვალიფიციური წევრები ეყოლებათ, რომლებსაც საქართველოს მომავალი ადარდებთ.
პარლამენტის დეპუტატის, პარტიის ”საქართველოსთვის” წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ გუნდში უამრავი კვალიფიციური კადრი მოიყრის თავს, რომლებსაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" წევრი შალვა კერესელიძე აღნიშნავს, რომ გუნდში უამრავი ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანი იქნება გაერთიანებული.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.