17 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა გაუჭირდება, ეს არ არის სელფის დადება, რომელიც ათასობით მოწონებას დააგროვებს - სერგო ჩიხლაძე

გიორგი გახარია დღეს პარტიას აფუძნებს, თუმცა ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ველზე ახალი სუბიექტის გამოჩენას სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით, ყოფილი პრემიერის ახალი პარტიას დამკვიდრება გაუჭირდება.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში გიორგი გახარიამ იმ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება.

"იოლი არ იქნება მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. ეს არ არის სელფის დადება და ასობით მოწონების დაგროვება. მან უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით.

ის იქნება "ქართული ოცნების" კონკურენტი დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამომრჩეველი გახარიას ხმას არასოდეს მისცემს,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები