ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე დაბრუნებას და ახალი პარტიის დაფუძნებას, ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ახალ პარტიას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებენ, რომ გახარიას კონკურენტად არ აღიქვამენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ გიორგი გახარიას პარტია ხმებს "ქართულ ოცნებას" წაართმევს.
"ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის. თავის ხმების უმრავლესობას ის "ქართული ოცნებიდან" დაიწყებს. ასევე დააჯდება ირმა ინაშვილის პარტიის ხმებს. კარგი იქნება თუ ადგილორბივ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ხმებს ჩამოაჭრის, შემდეგ მათ გაუჭირდებათ 43% მოგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაყალბებას კვლავ ეცდებიან,"- აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.