გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება. ყოფილი პრემიერი დღეს ახალ პარტიას აფუძნებს. "საქართველოსთვის" ასე ერქმევა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის პრეზენტაციაც 2 საათში ექსპო ჯორჯიაში იწყება.
პარლამენტის დეპუტატის, პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გიორგი გახარიას ძალიან მაღალი რეიტინგი ექნება.
"ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული, გახარიას რეიტინგი კი ბოლო კვლევების თანახმად არის საკმაოდ მაღალი. მივიღებთ ყველა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, მათ შორის არჩევნებშიც. გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე,"- აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.