17 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, რასაც არ დავუშვებთ - ირაკლი ღარიბაშვილი​

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ პოლიციელების საქმიანობის დისკრედიტაციას.

მისივე თქმით, ყოველი ასეთი შემთხვევის მიმართ სახელმწიფო უკომპრომისო იქნება.  

"ვიცი რა თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მე მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის მსახურება.

სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას.

ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, თქვენი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თქვენი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად.

დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.

თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები