ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებას, რომელშიც ის გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზებსა და "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს, გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
"ნაცმოძრაობასა" და გახარიას პარტიაში მამუკა არეშიძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.
"არასერიოზული ადამიანების კომენტარია, იმ ადამიანების, ვინც საუბრობს "ნაცმოძრაობის" და გახარიას რაიმე სახის თანამშრომლობაზე. ჩვენთვის გახარია, რა თქმა უნდა, არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება რაიმე სახის თანამშრომლობა ან ალიანსი განვიხილოთ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"როგორც ჩანს, არასერიოზულობასაც არ აქვს საზღვარი. არც ვიცი, ამ კონსპირაციის თეორიებზე საიდან დავიწყო ან რა კომენტარი გავაკეთო. მარტივი ფაქტი და მოცემულობაა ის, რომ "ნაცები" გვაბრალებენ "ქოცობას", "ქოცები" გვაბრალებენ "ნაცობას", ჩამოყალიბდნენ, როგორც ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი, ასევე შეთანხმდებიან ალბათ გახარიაზეც.
ბატონმა გიორგიმ არაერთხელ ისაუბრა, რაშიც გამოიხატებოდა აზრთა სხვადასხვაობა, დანარჩენი არის კონსპირაციის თეორიები და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.