მამუკა არეშიძის განცხადებას ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". გახარიასა და "ნაცმოძრაობის" თანამშრომლობაზე მტკიცებით ფორმაში ვერ საუბრობს მმართველი გუნდი, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გახარიას გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მთავარი ოპოზიციური პარტიის ინტერებს, რაც მათში გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
"რამდენჯერმე შეცვალა და დღემდე არ ვიცით რეალური მიზეზი, რის გამო გადადგა გახარია. რეალურად, არ ვიცით, რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში, ფაქტია, რომ მისი გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს"-ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი.