17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
როცა ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს მიუღებელია - ზალკალიანის თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში ერთ თვეზე მეტია დაბრუნდა და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

მისივე თქმით, ელჩი დღეს საქართველოშია და უკრაინის პრემიერთან გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.

"უკრაინაში საქართველოს ელჩი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, უკვე ერთ თვეზე მეტია, კიევშია. დღეს ესწრებოდა შეხვედრებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს მიუღებელი იყო და ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, ეს ვუთხარით. ეს არის ის ნაბიჯი, რაც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში," - განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები