17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
აშშ მზადაა, საქართველოს გამოუყოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ამერიკელი სენატორი

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება.

"თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა ამის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები," - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია 25 მილიონ ვაქცინის დოზას გლობალურ გაზიარებას გეგმავს. ბაიდენი- ჰარისის სტრატეგიით დაახლოებით 6 მილიონი გათვლილი იქნება რეგიონული პრიორიტეტებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის - მათ შორისაა: მექსიკა, კანადა და კორეის რესპუბლიკა, ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი. აშშ-ს მხრიდან მილიონობით დოზა ვაქცინის სხვა ქვეყნებთან გაზიარება ვაშინგტონის მხრიდან მნიშვნელოვან ერთგულებას წარმოადგენს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ აშშ-ს მთავრობა ყველა ბერკეტს გამოიყენებს რომ , რაც შეიძლება სწრაფად დაიცვან ადამიანები ამ ვირუსისგან. კონკრეტული ვაქცინები და ოდენობები განისაზღვრება და გაზიარდება, რადგან ადმინისტრაცია მუშაობს ლოგისტიკური, მარეგულირებელი და სხვა პარამეტრების შესაბამისად, განსაკუთრებით თითოეული რეგიონისა და ქვეყნისთვის.

დღის ამბები