"კურიერმა" ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებთან გასაუბრება შეძლო, ისინი ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდება.
ნინოწმინდის პანსიონის ბინადარი ბავშვები აცხადებენ, რომ ისინი სახალხო დამცველის მათთან შესვლის წინააღმდეგი არიან და ამასთან დაკავშირებით სხალთის მიტროპოლიტის სპირიდონ აბულაძის ჰომოფობიურ განცხადებას იმეორებენ:
"ისეთი ქალი როგორ უნდა შეუშვა, რომ უნდოდეს ქალი ქალთან იყოს და კაცი კაცთან, ასეთი ქალი არის შესაშვები სადმე?"
"რამე მეთოდი რომ იყოს აქ ძალადობის ვიტყოდი რა... რა შემაშინებდა, ვერ ვიტყოდი რამე რომ ყოფილიყო აქ? გუშინ საჭმელი არ შემიჭამია მე, ვნერვიულობ ძალიან..."
"სკოლაში მრცხვენია, რომ მივდივარ... იმ შვიდი წლის ბავშვზე რომ იგონებენ მოკლესო და შავი მანქანით გაიყვანესო... ვერ შენიშნავდნენ, რომ მოკლეს და დათვლაში აღარ იქნებოდა?"
შეგახსენებთ, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, სხალთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წელში კი პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.
უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგისთვის ომბუდსმენის შეშვებას და იქიდან ბავშვების გამოყვანას ითხოვს.