04 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
81 მსხვერპლის შემდეგ "ანგარსკელმა მანიაკმა" კიდევ 2 ქალის მკვლელობა აღიარა - მიხაილ პოპკოვს ორმაგ სამუდამო პატიმრობაზე კიდევ 10 წელი დაუმატეს

რუსეთში, ანგარსკელი ყოფილი პოლიციელი, მიხაილ პოპკოვი, რომელსაც 81 ადამიანის მკვლელობისთვის უკვე მისჯილი აქვს ორი სამუდამო პატიმრობა, კიდევ 2 ადამიანის მკვლელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი და დამატებით კიდევ 9 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გადაწყვეტილება ანგარსკის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მესამე საპატიმრო ვადა პოპოვმა 1995 წელს ანგარსკში ჩადენილი 2 ქალის მკვლელობისთვის მიიღო. ერთ-ერთი მსხვერპლის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი. 

"ანგარსკელმა მანიაკმა" ამ ორი მკვლელობის შესახებ აღიარებითი ჩვენება თავად მისცა, თუმცა სასამართლოს ხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა.

პირველი სამუდამო პატიმრობა მიხეილ პოპკოვს  2015 წლის იანვარში 22 ადამიანის მკვლელობისთვის მიესაჯა. 2018 წლის დეკემბერში კი მას კიდევ 59 ადამიანის მკვლელობისთვის მეორე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

2021 წლის ივნისის მდგომარეობით, სასამართლოს მიერ ის დამნაშავედაა ცნობილი 83 ადამიანის მკვლელობასა და 3 მკვლელობის მცდელობაში.

პოპკოვი 2012 წელს ვლადივასტოკში დააკავეს. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პოპკოვი შერაცხადია, თუმცა მკვლელობები ჰომოციდომანიის გამო ჩაიდინა, რაც მკვლელობებისადმი პათოლოგიურ მიდრეკილებას ნიშნავს.

დღის ამბები