04 მაისი 2024,   16:58
ვრცლად
მთიან ყარაბაღში ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ქალაქ ქალბაჯარში, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ რამდენიმე თვის წინ გადავიდა, ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, დაღუპულია აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ოპერატორი, 32 წლის სირაჯ აბიშოვი და აზერტაჯის კორესპონდენტი 38 წლის მაგერამ იბრაგიმოვი. აფეთქებისას დაშავდნენ  აზ TV-ს რეჟისორი, ავტობუსის მძღოლი და ადგილობრივი მაცხოვრებელი.

დღის ამბები