04 მაისი 2024,   16:41
ვრცლად
როგორ წარმოიშვა კორონავირუსი - ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიები გაასაჯაროოს

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიები გაასაჯაროოს, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის წარმოშობის საკითხი კვლავ დავის საგანს წარმოადგენს.

შტატების სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები 2019 წლის ნოემბერში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე, ერთი თვით ადრე სერიოზულად ავად გახდნენ. 

ფაუჩის აინტერესებს,  ნამდვილად დაავადდნენ თუ არა აღნიშნული პირები 2019 წელს და თუ ასეა, მაშინ რისგან.

ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები