04 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
ევროპული ავიაკომპანიები ბელარუსის საჰაერო სივრცით აღარ ისარგებლებენ

ევროპული ავიაკომპანიები ბელარუსის საჰაერო სივრცით აღარ ისარგებლებენ. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაშვება აეკრძალებათ.

გადაწყვეტილება Ryanair-ის ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც იძულებით დასმულ თვითმფრინავში ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააპატიმრეს.

დღესვე ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებამ 90 წუთიანი ინტერვიუ გაავრცელა, სადაც პროტასევიჩი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში აღარასდროს ჩაერევა.

დღის ამბები