17 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი მონიტორინგის შედეგად სამი ხარვეზი გამოვლინდა, თუმცა კონკრეტულად რა ხარვეზებზეა საუბარი, დაკონკრეტება არ სურთ.  

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი შოთა მაღლაკელიძე აცხადებს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე პუნქტის დარღვევა, რის გამოც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

აქვე, შოთა მაღლაკელიძე ამბობს, რომ დარღვევები, რომელიც დღეს დაფიქსირდა, ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება პანსიონს, მათ ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა მისცეს.

"რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ჩაბარდება სასამართლოს. კონკრეტულად მე არ შემიძლია ინტერვიუში გითხრათ, რა მუხლი იყო, ეს ჩაწერილია სამართალდარღვევის ოქმში. დარღვევები, რომელიც დღეს დაფიქსირდა, არ არის ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველი,“ - აცხადებს შოთა მაღლაკელიძე.

დღის ამბები