09 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
"ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს- ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "გაზპრომი" ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ყველაფერი კი გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე იქნება დამოკიდებული. პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ ნაკადს კომერციული პროექტი უწოდა და განმარტა, რომ ამ გზით ევროპის ქვეყნები გაზს უფრო იაფად მიიღებენ. "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ გაზსადენის ამოქმედება რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას გაზრდის და უკრაინას შემოსავალს დააკარგვინებს.

დღის ამბები